დაზიანებულია 43 ავტომობილი

2025-10-25 12:52:29

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, გვიან ღამით ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიაზე 43 ავტომობილის საქარე მინა დააზიანეს, რის შედეგადაც ავტომობილებში არსებულ პირად ნივთებს, ელექტრომოწყობილობებსა და სხვადასხვა  ოდენობის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
 პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების ,,ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.