წყალმომარაგების შეწყვეტის გამო რუსთავის ბაღები 1 დღით არ იმუშავებს

2025-10-22 17:27:13

წყალმომარაგების შეწყვეტის გამო რუსთავის ბაღები 1 დღით არ იმუშავებს.

ინფორმაციას ააიპ “რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღების გაერთიანება” ავრცელებს.

"წყალმომარაგების კომპანია ,,ჯივიპი’’ ხრამი-რუსთავის  წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციას ასრულებს. პროექტის ფარგლებში, კომპანია მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. 
დაგეგმილი გადაერთებით სამუშაოების გამო, 23 ოქტომბერს, ღამის 03:00 საათიდან 24 ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება რუსთავს.

დამტკიცებული სანიტარულ ჰიგიენური ნორმების შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესის წარმართვა რეზერვუარში დაგროვილი წყლით მიუღებელია, შესაბამისად, რუსთავის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ერთი დღით, 23 ოქტომბერს შეფერხდება",- ნათქვამია განცხადებაში.