მარნეულში მშენებარე ბინიდან კაცი გადმოვარდა და დაიღუპა

2025-10-22 15:40:39

მარნეულში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მუშა დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, კაცი ბინიდან გადმოვარდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, იმომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.