ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

2025-10-21 18:02:37

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, მეორე კი დაშავებული და ახალციხის კლინიკა "იმედში" გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.