აღმოჩენილია გვირაბი რომელიც ბელორუსს პოლონეთთან აკავშირებდა

2025-10-19 18:12:03

აღმოჩენილია გვირაბი რომელიც ბელორუსს პოლონეთთან აკავშირებდა. 

პოდლასკის საზღვის დაცვის თანამშრომლებმა, პარასკევს გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც ბელორუსს პოლონეთთან აკავშირებდა.

პოლონეთის შს-ს მინისტრმა, მარჩინა კიერვინსკიმ, აღმოჩენილი გვირაბის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა - "პოდლასკის სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებმა პოლონეთ-ბელორუსის საზღვარზე, სასაზღვრო გამშვები პუნქტს ქვეშ გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც იწყებოდა და მთავრდებოდა საზღვრიდან 20 მეტრში. თანამედროვე ელექტრო სისტემების დახმარებით, პოლონეთ-ბელორუსის საზღვარი ეფექტურად არის დაცული!“.

სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის იანვრიდან დღემდე, საზღვრის უკანონო გადაკვეთის 26 700-ზე მეტი მცდელობა დაფიქსირდა.

პოლონეთ-ბელორუსის საზღვარი 2021 წლიდან მიგრაციული და ჰუმანიტარული კრიზისის ცენტრშია. მთავრობა აცხადებს, რომ ეს უფრო ფართო "ჰიბრიდული ომის" სტრატეგიის ნაწილია, რომელიც რეგიონის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.