მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავი-თბილისის ავტობანის დასასრულებლად 112 701 314 ლარის ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ითვალისწინებს 3,6 კმ სიგრძის ახალი გზის მშენებლობას, მიმართულების გადატანით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დაერთებას თბილისის მერიის დაფინანსებით მიმდინარე სამშენებლო მონაკვეთთან, სადაც მოეწყობა სატრანსპორტო კვანძი, მისი შემდგომი დაბრუნებით მარჯვენა სანაპიროზე, საგზაო კავშირის და ქსელის გაუმჯობესებით. სრული ორდონიანი კვანძის მოწყობა აკმაყოფილებს როგორც ადგილობრივ, ასევე სატრანზიტო ნაკადის საჭიროებებს. არსებულ გზაზე, ფონიჭალას ტერიტორიაზე, ეწყობა ერთდონიანი კვანძი ადგილობრივი მოძრაობის დასარეგულირებლად. საავტომობილო გზაზე მოსაწყობია 7 ახალი სახიდე გადასასვლელი: ხუთი 15 მეტრიანი, ერთი 211 მეტრიანი და ერთიც 170 მეტრიანი.
დოკუმენტაციის მიხედვით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან სამშენებლო სამუშაოების 36 თვეში უნდა დასრულდეს.
ტენდერში წინადადებების მიღება 15 ნოემბერს დაიწყება და 20 ნოემბერს დასრულდებ.