საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია 15 ოქტომბერს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის რუსთავში, ოდორანტის ტრანსპორტირებას გეგმავს, რის გამოც აბონენტებს აფრთხილებს.
"გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება შემდეგ მუნიციპალიტეტებში:
თბილისისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში - ნავთლუღის და რუსთავის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით;
გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში - კარდენახის, ზემო ბოდბის, სიღნაღის და წნორის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით;
ზესტაფონისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში - აჯამეთის და აჭარის გამზომი კვანძების მიმართულებით.
აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზაციის უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს",- ნათქვამია განცხადებაში.