რუსთავში "რუსთავქალაქობა 2025" მიმდინარეობს".
ქალაქის დღესასწაული ცენტრალურ მოედანზე 12:00 საათზე მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამით დაიწყო და დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის: კოსტუმირებული მსვლელობები, ზღაპრის გმირები, ილუზიონისტების შოუ, სახალოსო მასტერკლასები და და თოჯინების წარმოდგენა.
თავისუფლების მოედანზე პარალელურად მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების სტენდები და მიმდინარეობს მათი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
ასევე მიმდინარეობს წიგნის ფესტივალი, სადაც რუსთავქალაქობის სტუმრები, 14 სხვადასხვა გამომცემლობის წიგნების შეძენას, ფასდაკლებით შეძლებენ.
19:00 საათზე მთავარი სცენა დაეთმობა ანსამბლ "რუსთავს". 22:45 საათზე კი დიდ ეკრანზე გაიმართება საქართველო-თურქეთის შეხვედრის პირდაპირ ტრანსლირება.