რუსთავი-გაჩიანის გზაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რუსთავიდან ლილოს მიმართულებით ავტომობილის მძღოლები რამდენიმე კვირაა შემოვლითი გზით სარგებლობენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გზის ნაწილი გადაკეტილია და მძღოლებმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სთხოვეს, გაერკვია, როდის გაიხსნება გზის აღნიშნული მონაკვეთი.
"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, სადაც გვითხრეს, რომ რეაბილიტაციის დასრულება დათქმულ ვადაში, 28 სექტემბერს, ვერ მოესწრო, რის გამოც სამუშაოების დასასრულებლად ახალი ვადა, 28 ოქტომბერი, განისაზღვრა.
"აღნიშნული სამუშაოების წარმოების ვადად განსაზღვრული იყო 2025 წლის 28 სექტემბერი. თუმცა, სამუშაოების დასრულება ვერ მოესწრო დადგენილ ვადაში და საჭიროა მისი გაგრძელება 2025 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით",- ნათქვამია განცხადებაში.