რუსთავში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
მათივე ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™️) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.
რუსთავში გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება შეგიძლიათ:
1. N2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი, მესხიშვილის 1-ა
2. რუსთავის მედიცინის სახლი N1 დიაგნოსტიკური ცენტრი, ოდიშარიას ქ.N19
3. N1 პოლიკლინიკა, გიორგაძის ქ.N6