ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, ქუთაისში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად შუახნის ქალბატონი ადგილზე დაიღუპა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.