ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე, ზებრა გადასასვლელზე "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილი ქვეითს, 30 წლამდე კაცს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
პაციენტი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.