მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ადგილობირივი მედიის 24new-ის ინფორმაციით, ერთმანეთს "ფორდის" მარკის მიკროავტობუსი და "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის დროს 3 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა ავერსისა და ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკებში გადაიყვანა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.