ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

2025-10-09 17:43:52

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ადგილობრივების თქმით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაქტორი შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა ტრაქტორის მძღოლი.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება დაიწყო.