რუსთავში წყლის მიწოდება იზღუდება

2025-10-09 00:46:45

კომპანია "ჯივიპი" განცხადებას ავრცელებს.

10/9/2025 რუსთავი რაიონში, დავით აღმაშენებლის და მოდებაძისკვეთაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 10/9/2025 23:00 საათიდან 10/10/2025 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: 

11, 12, 16, 17, 18, 19, მკრ-ნები, გრიგოლ ხანძთელის ქუჩა 19 მკრ-ნის დასავლეთით კერძო ბინების დასახლება, დავით აღმაშენებლის ქუჩა თავისი I, II, III, IV, გასასვლელებით, ამირან ფანცულაიას ქუჩა, შოთა მოდებაძის ქუჩა, სტამბულის ბაზრობა.