რუსთავი-თბილისის მაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობისთვის უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განგვიმარტეს, თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მეორე მონაკვეთის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება დასრულების ეტაპზეა, რისი დასრულების შემდეგაც გამოცხადდება ელექტორნული ტენდერი.
ფონდში ჯერ-ჯერობით ვერ ამბობენ რა თანხის ელექტორნული ტენდერი შეიძლება გამოცხადდე მაგისტრალის მშენებლობის დასასრულებლად.
შეგახსენებთ, რომ მაგისტრალი ფონიჭალას აღარ გაივლის და რუსთავი-თბილისის დაკავშირება მისი გვერდის ავლით მოხდება.
ალტერნატიული გზა რკინიგზის ხიდის მახლობლად დაიწყება და ავტობანი ჯერ მტკვრის მარცხენა სანაპიროს დაუკავშირდება ხიდით, შემდეგ კი კვლავ სახიდე გადასასვლელით გადაკვეთს მდინარე მტკვარს.