ალბანეთში მოსამართლეს პროცესზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს

2025-10-07 18:17:08

ალბანეთში მოსამართლე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სასიკვდილოდ დაჭრეს. ასტრიტ კალაჯას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

ალბანეთის პოლიციის განცხადების თანახმად, შეიარაღებულმა პირმა ასევე ესროლა სასამართლო დარბაზში, დაკითხვაზე მყოფ კიდევ ორ ადამიანს. მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები არ მიუღიათ.

თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ეჭვმიტანილი მალევე დააკავა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულიაის ცეცხლსასროლი იარაღი რომელიც ბრალდებულმა გამოიყენა.

მომხდარზე ალბანეთის პოლიციამ დამატებით მოკვლევას აწარმოებს.

ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.