"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რუსთავის საკრებულოს თავჯდმოარე სავარაუდოდ მამუკა რეხვიაშვილი იქნება. თავჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას კი მარიამ ლიპარტელიანი დაიკავებს. თავჯდომარის მეორე მოადგილე შესაძლოა იყოს ოპოზიციური პარტიიდან, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ვინ და რომელი პარტიიდან იქნება.
არსებული ინფორმაციით, რუსთავის 25 წევრიან საკრებულოს 21 "ქართული ოცნების", ხოლო 4 სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ეყოლება.
შეგახსენებთ რომ მამუკა რეხვიაშვილის კანდიდატურა საკრებულოს თავჯდომარის თანამდებობაზე "ქართულმა ოცნებამ" ჯერ კიდევ წინა მოწვევის საკრებულოზე დააყენა, თუმცა მაშინ საკრებულოს დიდი ნაწილი ოპოზიციური იყო და მათ მხარი, ნოდარ შეროზიას კანდიდატურას დაუჭირეს, რომელიც პარტია "გახარია საქართველოსთვის" წარმოადგენდა. მოგვიანებით შეროზია ხმათა უმრავლესობით აღნიშნული თანამდებობიდან გადააყენეს და საკრებულოს თავჯდომარის მოვალეობას ალეკო ბერიძე ახორციელებდა, რომელიც საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე იყო და თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" მანდატით შევიდა საკრებულოში.