სეზონის ცვლილებსთან ერთად რესპირატორული ვირუსთ დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარადა.
“ინფო რუსთავი” დაუკავშირდა რუსთავის N2 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილესა და პედიატრს რუსუდან ადამიას.
სამედიცინო დაწესებულებაში აცხადდებენ, რომ გასულ კვირას, რესპირატორული ვირუსით ინფიცირებული 131 ადამიანი დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 40 ადამიანით მეტია.
რუსუდან ადამიას განმარტებით, დაავადებას არ ახასიათებს მწვავე სიმპტომები და გამომჟღავნდება ტიპიური გაციების ნიშნებით.
მისივე თქმით ვირუსი ყველა ასაკობრივ ჯგუფშია გავრცელებული.
ექიმები დაავადების პრევენციისთვის რეკომენდაციას უწევენ ნიღბის ტარებას, ჰიგიენის მაქსიმალურ დაცვას და ხშირად სამუშაო სივრცისა და საცხოვრებლის განიავებას.