კლინიკაში გარდაიცვალა 19 წლის მარიამ ლოქაბიძე, რომელიც ლოტკინის დასახლებაში მომხდარი აფეთქებისას დაშავდა.
ლოტკინის დასახლებაში ძლიერი აფეთქება 23 სექტემბერს მოხდა, ის გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
მარიამ ლოქაბიძე აფეთქების შედეგად დაშავდა, მას სხეულის 48% დამწვარი ჰქონდა და დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.