რუსთავში 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობა 38 347 ადამიანმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 35,96%-ია.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, მათივე ცნობით წელს 106 654 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
"ინფო რუსთავი" შესადარებლად გთავაზობთ 2020 წლის საპარლამენტო, 2021 წლის თვითმმართველობისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რუსთავში ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებს.
2020 წლის პირველი ტური - 59 500 ადამიანი მივიდა, რაც საერთო ამომრჩეველთა 55,38%-ს შეადგენდა. მეორე ტურში არჩევნებში მონაწილეობა 25 794 რუსთაველმა მიიღო, ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 24%-მა . იმ წელს ამომრჩეველთა რაოდენობა 108 000 იყო.
21 წლის თვითმმართველობის არჩევნები - პირველი ტურში არჩევნებზე 49 489 ადამიანი მივიდა, მე-2 ტურში მონაწილეობა 53 044 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის თითქმის 49.63%-ია.
2021 წელს რუსთავში 106 895 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
ყველაზე მაღალი აქტივობა რუსთავში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა. შარშან კენჭისყრაში მონაწილეობა 61 923 ადამიანმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის, რეგისტრირებული 106 310 ამომრჩევლის, 56,6% იყო.