ხაშურში ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ერთი ადამიანი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.