პოლიციამ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა პარლამენტის წინ, ღამის 2 საათზე დააკავეს.
ასევე კლინიკა ჰელციკორში, სადაც პაატა ბურჭულაძე გადაიყვანეს სპეც. რაზმისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი მივიდა.
არსებული ინფორმაციით პაატა ბურჭულაძემ აქციაზე ინტოკსიკაცია მიიღო რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
კლინიკაში მისული პოლიცია სავარაუდოდ პაატა ბურჭულაძეს დაკავებას შეეცდება.