15:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 28 934 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა 28%-ია.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.
ცნობისთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 15:00 საათისთვის 45 716 ადამიანს ჰქონდა არჩევანი გაკეთებული, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი 36 245-ს.
რუსთავში სულ რეგისტრირებულია 106 654 ამომრჩეველი.