რა ხდებოდა მე-7 მკრ-ში

2025-10-03 17:20:53

რუსთავში, მე-7 მკრ-ში კვამლი შენიშნეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთ-ერთ კორპუსში ადგილობრივები ქეიფობდნენ.

მეზობლებმა კვამლი შენიშნეს, რის გამოც 112 ში დარეკეს.

ადგილზე მალევე მივიდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი, თუმცა აღმოჩნდა რომ კორპუსის სახურავზე მწვადს წვავდნენ.