თურქეთი სატრანსპორტო რეგულაციებს ამკაცრებს. როგორც „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ აცხადებს სატრანსპორტო დოკუმენტებისა და ECMT ლიცენზიები არა მხოლოდ საზღვრებზე, არამედ თურქეთის შიდა გზებზეც იქნება შემოწმებული. დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმებია გათვალისწინებული.
მძღოლები მოძრაობისას ვალდებულები არიან მკაცრად დაიცვან შემდეგი წესები:
1. ელექტრონული ნებართვებისა და დოკუმენტების დამოწმება.
2. კომპანიისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის მითითების აუცილებლობა.
3. თუ გადაზიდვა მოითხოვს სპეციალურ ნებართვას, მის გარეშე გადაადგილება ჯარიმდება.
4. დაუშვებელია ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება. ამ შემთხვევაში გადამზიდმა საჭიროა გააფორმოს ახალი ნებართვა და გადაიხადოს საბაჟოს მიერ დადგენილი საფასური.
ეს ცვლილებები გამოიწვია ECMT ლიცენზიის გამოყენების დარღვევების დაფიქსირების ფაქტმა.
“თურქეთის გავლით ტრანზიტის დროს ჯარიმებისა და შეფერხებების თავიდან ასაცილებლად, უცხოურ კომპანიებს მკაცრად ვურჩევთ, წინასწარ წესრიგში მოიყვანონ და შეამოწმონ დოკუმენტაცია”, - ნათქვამია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განცხადებაში.