როგორია რუსთავში ავარიის დროს დაშავებულის მდგომარეობა

2025-09-30 14:15:17

რუსთავში შარტავას გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 16 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავში განუცხადეს, სადაც მოზარდი ავარიის შემდეგ გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ პაციენტს კლინიკიდან ხვალ გაწერენ.

შეგახსენებთ, რომ შარტავას გამზირზე შუქნიშანთან გაჩერებულ "ჰიუნდაისა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილებს უკნიდან ძლიერად "ტოიოტას" მარკის ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს რამდენიმე დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, ერთი კლი კლინიკაში გადაიყვანეს.