ძლიერი შეჯახება რუსთავში [video]

2025-09-30 00:10:33

ძლიერი შეჯახება რუსთავში [video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შარტავას გამზირზე, შუქნიშანთან გაჩერებულ "ჰიუნდაისა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილებს უკნიდან ძლიერად "ტოიოტას" მარკის ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, 2 კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, არსებული ინფორმაციით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, 2 პაციენტს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

რამდენიმე წუთით გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდული იყო.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.