„ლელო ძლიერი საქართველო“ ავრცელებს აუდიო ჩანაწერს, სადაც მათივე თქმით, მაჟორიტარობის კანდიდანტს, კარა ორუჯევს აშანტაჟებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ლელო ძლიერი საქართელოს“ თბილისის მერობის კანდიდანტმა ირაკლი კუპრაძემ და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა,თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგი ჩაატარა.
„ჩვენ გვაქვს ხელთ ის ჩანაწერი სადაც დასტურდება ერთ-ერთი მაჟორიტარის მიერ, რომ მან კანდიდატურა მოხსნა ზეწოლის, ძალადობისა , მუქარისა და მოსყიდვის პარალელურად“
ირაკლი კუპრაძეს თქმით კარა ორუჯევს, „ქართული ოცნებისა“ და ე.წ „შავი სამყაროს სახელით აშანტაჟებენ და კანდიდატურის მოხსნას სთხოვენ.
„კოალიცია ძლიერი საქართველო ლელოს“წევრებზე,მაჟორიტარებზე,მერებზე მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა და შეტევა ანტი-ქართული ოცნების,ივანიშვილის,კახა კალაძის და სუსის მხრიდან“
ირაკლი კუპრაძის თქმით მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა თბილისის მერობის კანდიდანტს, კახა კალაძეს ეკისრება.
მისი თქმით საქმეზე გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს და შესაბამის პირებს, „მძიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა“ დაეკისროს.