კაცმა ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

2025-09-25 16:14:35

კასპში კაცმა ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

როგორც ადგილობრივი მედია "მოზაიკა" წერს, შემთხვევის შემდეგ კაცი ადგილიდან მიიმალა. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი მეზობლებმა ჩააქრეს და ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 109-ე მუხლით მიმდინარეობს.