რუსთავი-თბილისის ავტობუსების მუშაობის განრიგი

2025-09-23 12:35:10

რუსთავის მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს თბილისში 5 მარშრუტზე ემსახურება.

ავტობუსების სამუშაო საათები ყველა მიმართულებაზე 07:00 საათზე იწყება.

რუსთავის ტრანსპორტის აპლიკაციაში არსებული ინფორმაციის მიხედვით:

რუსთავი-ისანი(N20) - გასვლის წერტილი: ქალაქის გასასვლელი. რუსთავიდან პირველი ავტობუსი 07:00 საათზე გადის, ისნიდან ბოლო ავტობუსი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 22:45  საათზე გამოდის, შაბათს 22:46 საათზე. კვირას რუსთავიდან პირველი გადის 07:00 საათზე, თბილისიდან ბოლო 21:58საათზე;

რუსთავი-სპორტის სასახლე(21) - გასვლის წერტილი: რკინიგზის სადგურის მოედანი. რუსთავიდან პირველი ავტობუსი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 07:00 საათზე გადის, თბილისიდან ბოლო 00:33 საათზე. კვირას პირველი რუსთავიდან 07:00-დან, ბოლო თბილისიდან 00:39-ზე;

უსთავი-დიდუბე(N22) - გასვლის წერტილი: შარტავას N15. რუსთავიდან პირველი ავტობუსი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გამოდის 07:00 საათზე, დიდუბიდან ბოლო 22:06 საათზე. ხოლო შაბათ-კვირას დიდუბიდან ბოლო ავტობუსი გამოდის 22:00-ზე.

რუსთავი-მაღლივი კორპუსი(N23) - გასვლის წერტილი: გაგარინის N12. რუსთავიდან პირველი გამოდის 07:00-ზე, ხოლო თბილისიდან ბოლო ორშაბათი-პარასკევი 21:13 საათზე, შაბათსა და კვირას 20:58საათი.

რუსთავი-სადგურის მოედანი(24) - გასვლის წერტილი: რჩეულიშვილის N10ა. რუსთავიდან პირველი გადის 07:00-ზე, ხოლო თბილისიდან ბოლო ორშაბათიდან კვირის ჩათვლით 22:50 საათზე.