რუსთავში დენი გაითიშება

2025-09-22 18:52:21

რუსთავში დენი გაითიშება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს 12:00 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში: მეგობრობის, მშენებელთა, მარის არხის, ფიროსმანის და მიმდებარე   ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.