ქვემო ქართლში კაცი დაჭრეს

2025-09-22 17:18:48

მარნეულში კაცი დაჭრეს. 

არსებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.

როგორც მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.