რუსთავში 7000-ზე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენელმა, კონსტანტინე ზარნაძემ განუცხადა, მოდებაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, კერძო კომპანიამ გაზის მილი დააზიანა, რის გამოც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება მე-19 მიკრორაიონის ნაწილს, მე-17, მე-20 და 21-ე მიკრორაიონებს.
კონპანიაში აცხადებენ, რომ ავარიის ადგილზე მათი წარმომადგენლების სრული მობილიზება ხდება, რათა პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა დაიწყონ.
სოკარში გვითხრეს, რომ აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება 22 სექტემბრის დილის 08:00-დან ეტაპობრივად დაიწყება.
კომპანია სოკარი აბონენტებს აფრთხილებს, რომ უსაფრთხოების მიზნით გაზის დანადგარები დაკეტილ მდგომარეობაში დატოვონ.