რუსთავში ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის და სანაპიროს (ნაწილის) ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელიც ოთხივე ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეასრულებს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერზე თანდართული დოკუმენტაციების მიხედვით, ქუჩებზე იგეგმება: სანიაღვრე ქსელის, ტროტუარების, განათებების, გაზონების, გზის საფარის, საგზაო ნიშნების მოწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 011 350 ლარია გამოყოფილი.