ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2025-09-20 15:47:17

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რა დროსაც სახლში მამაკაცი იმყოფებოდა.

ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განადგურებას ან დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.