რუსთავში პოლიციამ ქალი დააკავა

2025-09-20 00:08:09

რუსთავში პოლიციამ ქალი დააკავა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, VII მიკრორაიონში, ქალი სავარაუდოდ ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა ადგილებში მალავდა, შემდეგ კი მომხმარებლებს მათ ლოკაციას უგზავნიდა.

სამართალდამცავებმა პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.