წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა

2025-09-17 19:51:14

სენაკში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, წყლის მილი, რომელიც ამწეს გადაჰქონდა, გადმოვარდა და ერთ-ერთ მუშას დაეცა. კაცი ადგილზევე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს , რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.