ზურაბ ზვიადაური დააკავეს

2025-09-17 14:44:50

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს.

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ზვიადაური „სისხლის სამართლის კოდექსის“ 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებითაა დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.