18 სექტემბრიდან ამინდი გაუარესდება

2025-09-16 13:09:13

18 სექტემბრიდან, საქართველოში ამინდი გაუარესდება. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 სექტემბრის დღის ბოლოდან 20 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 17 სექტემბერს რუსთავში ღამე 15 გრადუსი იქნება, დღე 24. 18 სექტემბერს ღამე 15 გრადუსი, დღე 22, 19 სექტემბერს ღამე 16 გრადუსი, დღე 21.