რუსთაველმა მკლავჭიდელმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

2025-09-15 12:49:14

რუსთაველმა მკალვჭიდელმა აკაკი ციცქიშვილმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.

მსოფლიო ჩემპიონატი ბულგარეთის ქალაქ ალბენაში გაიმართა და 23 წლის რუსთაველი სპორტსმენი 75 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

გოგა მაღლაკელიძის გაწვრთნილმა რუსთაველმა მკლავჭიდელმა ფინალურ შეხვედრაში მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალიც მოიპოვა.