შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
საქმე ეხება სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ქალი, სავარაუდოდ, არასრულწლოვანს სცემს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლის პირველი ნაწილის პრიმა პუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქალი ძალადობს სავარაუდოდ, არასრულწლოვანზე. სოციალური ქსელში ვიდეოს ავტორი წერს, რომ „ეს მხოლოდ მცირე ნაწყვეტია კადრების, ცემის ფაქტი 2 წუთი და 30 წამი მიმდინარეობდა“.