ერთი ადამიანი დაიღუპა, დედა და 1 წლის ბავშვი კი დაშავდა

2025-09-13 11:07:08

ბათუმი-ახალციხის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო დაშავდა ორი - დედა და 1 წლამდე ბავშვი.

ადგილზე მობილიზებული იყო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.