ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შარტავას გამზირზე, "ჰონდა"-ს მარკის ავტომობილი "ბეემვე"-ს მარკის გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა რის შემდეგაც ინერციით საცხობის მიმდებარედ, ბორდიურზე ავარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ავარიის დროს არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით "ჰონდა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლი გადაადგილების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მოხდა შეჯახება.