რუსთავში მეხი ჩამოვარდა

2025-09-11 14:05:09

რუსთავში, დაახლოებით 13:45 საათზე მეხი ჩამოვარდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, რუსთავის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მეხის ჩამოვარდნის ხმა რუსთაველების ნაწილმაც გაიგო.

არსებული ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნისას არავინ დაშავებულა.