ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2025-09-06 00:03:59

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მშვიდობის ქუჩაზე ერთმანეთს "ჰონდას" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟები.

პაციენტების გადაყვანა კლინიკა რუსთავში მოხერხდა. გადაუდებელი დახმარების მორიგე ექიმის, ლალი ღირსიაშვილის თქმით - "პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ, 3 ახალგაზრდა ამ დროისთვის უკვე ბინაზე გაეწერა. 70 წლის კაცი კი კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობებით რჩება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება".

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.