გამთენიისას რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ავტობუსიდან უვნებლად გადმოვიდა მძღოლი და 30-მდე მგზავი, მათი საკუთარი ნივთების გადმოტანაც მოასწრეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ავტობუსს მგზავრები ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გადაჰყავდა.