მარნეულის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზაზე, სოფლის შულავერის ტერიტორიაზე კაცი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა.
კაცი ადგილზევე დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.