ევროკავშირში შესვლა/გასვლის წესები იცვლება - საუბარია EES სისტემის დანერგვაზე.
შესვლა-გასვლის სისტემის (EES) ოპერაციების ეტაპობრივი დანერგვა 12 ოქტომბრიდან დაიწყება.
დათქმული თარიღიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნები შესვლა-გასვლის სისტემას თანდათან, ექვსი თვის ვადაში განახორციელებენ. ექვსი თვის ბოლოს კი EES-ი ევროკავშირის ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე იქნება დანერგილი.
"შესვლა-გასვლის სისტემა (EES) არის მოწინავე ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც ციფრულად აღრიცხავს იმ არა-ევროკავშირის მოქალაქეების შესვლას და გასვლას, რომლებიც ევროპის 29 ქვეყანაში, მათ შორის შენგენთან ასოცირებულ ქვეყნებში, მოკლე ვადით მოგზაურობენ, ახალი სისტემა, რომელიც აღრიცხავს ბიომეტრიულ მონაცემებს, მაგ., თითის ანაბეჭდები, სახის გამოსახულება და სხვა სამოგზაურო ინფორმაცია, ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ამჟამად მოქმედ სისტემას, რომელიც პასპორტში შტამპების დასმას გულისხმობს.
შესვლა-გასვლის სისტემა (EES) გამოიწვევს ევროკავშირის საგარეო საზღვრების მენეჯმენტის მოდერნიზებას და გაუმჯობესებას. ის მიაწოდებს სარწმუნო მონაცემებს საზღვრის კვეთის შესახებ, სისტემატურად გამოავლენს პირებს, რომლებიც არღვევენ ქვეყანაში დარჩენის ვადებს, და თაღლითობის შემთხვევებს დოკუმენტების და პირადი მონაცემების გაყალბებით.
ახალი სისტემა აკმაყოფილებს მონაცემთა და კონფიდენციალურობის დაცვის უმაღლესს სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს მგზავრთა პერსონალური მონაცემების დაცვას და უსაფრთხოებას“, - აღნიშნულია Eu neighbours east-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.