რუსთაველი ფეხბურთელი "კალსრუეში" კემპზე იყო მიწვეული

2025-08-24 12:44:33

რუსთაველი, 14 წლის ფეხბურთელი, საბა ასანიძე გერმანიაში, საფეხბურთო კლუბ "კარლსრუეს" ერთკვირიან კემპზ იმყოფებოდა.

"კარლსრუეს" კემპში გერმანიის სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის U14 ასაკის 40-მდე ფეხბურთელი მონაწილეობდა და 10 მწვრთნელი მათ 8 კომპონენტში (სისწრაფე, ბურთის ფლობა, პასის სიზუსტე, ბურთთან კონტაქტი, გუნდურობა, ტექნიკა, ინდივიდუალიზმი, დრიბლინგი) აფასებდა.

რუსთაველმა სპორტსმენმა ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა, პირველი ადგილი დაიკავა და კარლსრუემ ახალგაზრდა ტალანტების სიაშიც შეიყვანა.

კლუბის აკადემია საბას აყვანით არის დაინტერესებული.